ვინ ვართ ჩვენ
ნიუტორსო არის ტანსაცმლის ქართული ბრენდი. ჩვენ ვქმნით ტანისამოსს თქვენი გემოვნებით. ბრენდის მიზანია სრულად მოერგოს მომხმარებლის სურვილებს და მუდმივად განაახლოს კოლექცია მოდის უახლესი ტენდეციების მიხედვით მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ ფასად.
ჩვენ გვაინტერესებს რა სურს მომხმარებელს, რა არის დღეს აქტუალური და ტრენდული. ბრენდის კოლექციები იქმნება მომხმარებლისგან მიღებული იდეების, ფოტო მასალის თუ ჩანახატების მიხედვით.
ჩვენ გვჯერა, რომ ყველაზე კარგი დიზაინერი ჩვენთვის ხართ თქვენ, ჩვენი მომხმარებლები.